Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა.

 

შეხვედრას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე ესწრებოდა.

 

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაციის ვადის, სტაჟირების გავლის ადგილებისა და პირობების შესახებ თსუ სტუდენტებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ ვარძელაშვილი და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ლევან ძნელაძე ესაუბრნენ.  მათ ყურადღება გაამახვილეს იმ უნარებსა და ცოდნაზე, რომელთაც სტუდენტები სტაჟირების შედეგად შეიძენენ.

 

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.

თარიღი: 22/05/2025